კულინარია

როგორ მოვამზადოთ მექსიკური მაკარონის სალათა

როგორ მოვამზადოთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ფერადი და გემრიელი საზაფხულო სალათა?

 

ინგრედიენტები:

2 ტარო ყვითელი სიმინდი
280 გრამი მაკარონი
მარილი გემოვნებით
ახლად დაფქული შავი პილპილი
3 ცალი დიდი პომიდორი
1 ქილა შავი ლობიო
1 ცალი დიდი დაჭრილი ავოკადო
1⁄2ჭიქა დაფშვნილი ყველი
2⁄3ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი
1⁄2ჭიქა მაიონეზი
1⁄2ჭიქა იოგურტი
21⁄2ს/კ ლაიმის წვენი
1⁄4ჭიქა დაჭრილი ქინძი
1 კბილი დაკეპილი ნიორი
1 ს/კ დაფქული ჩილი
1⁄2 ჩ/კ დაფქული ძირა

რეცეპტის მომზადების საფეხურები:

წინასწარ გააცხელეთ გრილი. სიმინდის ტაროები გრილზე მოათავსეთ და დაახლოებით 10 წუთით წვით. ყოველ 2-3 წუთში გადააბრუნეთ, რომ ყველა მხარეს თანაბრად შეიწვას. გრილიდან გადმოიღეთ, გააცივეთ და სიმინდის მარცვლები მოაცალეთ.

ამასობაში, ოდნავ მარილიან წყალში (დაახლ. ½ ს/კ) მოხარშეთ მაკარონი. გადაწურეთ, გაავლეთ წყალი და გააცივეთ.

საკმაზის გასაკეთებლად, თასში აურიეთ მაიონეზი, იოგურტი, ლაიმის წვენი, ქინძი, ნიორი, ჩილი, ძირა და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. გამოყენებამდე შეინახეთ მაცივარში.

შეგიძლიათ, ცოტაოდენი დაჭრილი პომიდორი, სიმინდი, ავოკადო და ხახვი თავზე მოსაყრელად გადაინახოთ. სასალათე თასში გადაწურული მაკარონი, სიმინდის მარცვლები, დაჭრილი პომიდორი, შავი ლობიო(გადაწურული და წყალში გავლებული), დაჭრილი ავოკადო, დაფშვნილი ყველი, მწვანე ხახვი და სალათის საკმაზი კარგად აურიეთ.

გადანახული ინგრედიენტები თავზე მოაყარეთ. მიირთვით მომზადებისთანავე ან მირთმევამდე შედგით მაცივარში.

 

წყარო: kulinaria.ge

Comment here