ეკონომიკა

ხვალ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სავალუტო ბაზრის რეფორმის პრეზენტაციას გამართავს

20 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სავალუტო ბაზრის ახალი რეფორმის პრეზენტაციას გამართავს. რეფორმა, რომლის მიზანია სავალუტო ბაზრის უფრო მეტი გამჭვირვალობა და კონკურენციის ზრდა, ახალი სტანდარტების დაწესებასა და ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმის — Bmatch დანერგვას ითვალისწინებს. ახალი სავაჭრო პლატფორმის მნიშვნელობაზე ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ლალიაშვილი ისაუბრებს. პრეზენტაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე, 12:00 საათზე დაიწყება.

Comment here