მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსის 5 394 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 79 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 394 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 856 264-მდე გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 14 207 -ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 653 593 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 3 420 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

 

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

Comment here