ჯანდაცვა

კოვიდ-სტატისტიკა 7 აგვისტოს დილის მონაცემებით

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1213-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 7-ით გაიზარდა და 994-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში 6680 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 333.

 

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Comment here