FACEმედია

«რა უფლებით?! რა სინდისით გაასაჯაროვეს მისი (თუნდაც სავარაუდო) პირადი მიმოწერა?!» — ნანა გაგუა

«ჯორჯიან თაიმსის» მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში წერს:

#ჩაჩაჩული-#გვარამიას ტელე-ეთერი კი არა, ინკვიზიცია ვიხილე წუხელ!

#თამარს, პატარა გოგოს (სავარაუდოდ) მილიარდი პრობლემა ქონდა. სული სტკიოდა. ვიღაც მოსწონდა. არ მოსწონდა. ხორცი ეწვოდა. საიდანღაც გაქცევა და სადღაც გადაკარგვა სურდა….

რაოდენ ამაზრზენი უნდა იყო, რომ მისი (თუნდაც სავარაუდო) სამიჯნურო მიმოწერა ტელეეთერით საჯაროდ იკითხო, დაშალო და ააწყო მისი განცდები, მის გაფრენილ სულში ხელები აფათურო, მის მაგიერ იფიქრო და მის მაგიერ აკეთო დასკვნები…. ვიღაცას არ უყვარდა და მან ხომ არ უარყოო?! ასე მისწერა და ისე დაწერაოოო…

სამარცხვინო და დაუნდობელი »სპექტაკლი» ვიხილე წუხელ ტელეეთერით, სამარცხვინო »არტისტებით» და და კიდევ უფრო ურცხვი რეჟისორით!

რა უფლებით?! რა სინდისით გაასაჯაროვეს მისი (თუნდაც სავარაუდო) პირადი მიმოწერა?! პირადი განცდები?! პირადი ტკივილი?! ასგზის მიმიფურთხებია მაგ კომპანია »ზეგ»- ისთვისაც! როგორ დაუშვეს, რომ #თამარის თუნდაც სავარაუდო პირადი მიმოწერა ასე ასო-ასო განეხილათ და მიეცათ საკუთარი თავისთვის ამისი უფლება?! რატომ დაამცირეს ასე უსულგულოდ?! იყო თუ არა ეს მიმოწერა იმ ვინმე »ზეგელი» წვეროსანისადმი, ეს სხვა თემაა — და მართლა ასეც რომ ყოფილიყო?! სამარეში უნდა წაეღოთ #თამარის ეს სავარუდო მიმოწერა და ყველაფერი მართლა ასეც რომ ყოფილიყო, კიდევ უფრო მეტად უნდა მოემუწათ ტუჩები!

სამარცხვინოები! ყველა ერთმანეთზე მეტად სამარცხვინო ვიხილე წუხელ გვარამიას მჟავე და თხლე ტელეეთერით!!!!!

#გულისამრევები!!!! #არაადამიანები!!! « — წერს ნანა გაგუა.

Comment here