FACEმედია

«განა წარმოიდგენდა «ბატკა», რომ მისი ყოფილი თანაშემწე ამას გააკეთებდა?»

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

«ბელარუსი: ელჩმა პრეზიდენტის კრიტიკა დაიწყო და გადადგა.

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა გავლენა დიპლომატიურ კორპუსზეც მოახდინა: 16 აგვისტოს ალექსანდრე ლუკაშენკო გააკრიტიკა იგორ ლეშენიამ, ბელარუსის ელჩმა სლოვაკეთში, რომელიც დღეს, 18 აგვისტოს, თანამდებობიდან გადადგა: «თქვენი სამართალდამცველები ენკევედეს ტრადიციას აგრძელებენ. მე ვემხრობი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული მომავალზე ფიქრობენ. 21-ე საუკუნეში მსგავსი მხეცობა დაუშვებელია».

https://www.gazeta.ru/politics/…/2020/08/16/n_14805055.shtml

ჩემი კომენტარი:

არ არის გამორიცხული, რომ იგორ ლეშენია საგარეო საქმეთა მინისტრად ვიხილოთ, თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში: იგი გამოცდილი პროფესიონალია და 2002-2006 წლებში პრეზიდენტის თანაშემწედაც მუშაობდა საგარეოპოლიტიკურ საკითხებში. იყო ელჩი ისრაელში, ეგვიპტეში, მუშაობდა სამინისტროს აპარატშიც მნიშვნელოვან თანამდებობებზე.

განა წარმოიდგენდა «ბატკა», რომ მისი ყოფილი თანაშემწე ამას გააკეთებდა?…

მოკლედ, პიპინია ერისთავისა არ იყოს, «გველი გამიზრდია უბეში, გველი…»— წერს ის.

Comment here