საზოგადოებაჯანდაცვა

«10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია» — ამირან გამყრელიძე

«ამჟამად 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია»,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ,  საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან ერთი არის „ლენჯერის კლასტერი“, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევა, 3-ის წყარო უცნობია და წყაროს დადგენის თვალსაზრისით კვლევა გრძელდება.

Comment here