პრესის მიმოხილვა

გადაარჩენს თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკოს მოსკოვის მხარდაჭერა?

ჩინური გამოცემა «The Paper»-ში 澎湃新») გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გადაარჩენს თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკოს მოსკოვის მხარდაჭერა?“, აანალიზებს რა ბელარუსში შექმნილ სიტუაციას, შანხაის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემის საერთაშორისო პრობლემების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი ლი ლიფანი ასკვნის, რომ ბელარუსში არსებობს სიტუაციის განვითარების რამდენიმე სცენარი:

 

პირველი — ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად ეძებს შუალედურ გადაწყვეტილებას, ვთქვათ, ტარდება რეფერენდუმი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის მიზნით, რომლის შედეგად ძალაუფლება პარლამენტსა და მთავრობას შორის განაწილდება, პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კი მხოლოდ სიმბოლურ ფიგურად დარჩება. ეს სცენარი კომპრომისულია და „ბატკასთვის“ მისაღები უნდა იყოს.

 

მეორე — ალექსანდრე ლუკაშენკო უარს ამბობს კომპრომისზე, იგი გარკვეულ ხანს პროტესტს გაუძლებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთი მოქმედება დასავლეთის მხრიდან სანქციებს გამოიწვევს და ქვეყანა იზოლაციაში აღმოჩნდება. ეს ყველაზე უარესი ვარიანტია.

 

მესამე — ალექსანდრე ლუკაშენკოს შეუძლია თავისი ყირგიზი კოლეგის ასკარ აკაევის გზა აირჩიოს და ემიგრაციაში წავიდეს. არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ იგი მოსკოვში აღმოჩნდება. მას შეუძლია რუსეტში დიდხანს იცხოვროს უკრაინელი კოლეგის ვიქტორ იანუკოვიჩის მსგავსადაც. რუსეთი ყურადღებას არ მიაქცევს საერთაშორისო მითქმა-მოთქმას და მხედველობაში მიიღებს მხოლოდ პოლიტიკური კაპიტალის პლიუსებს და მინუსებს.

 

ერთი რამ მეტ-ნაკლებად ცნობილია: ვინც არ უნდა იყოს ბელარუსის ხელმზრვანელი მომავალში, სამოკავშირეო სახელმწიფოს საფუძვლები და მათი განვითარების მიმართულება არ უნდა დაიკარგოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ალექსანდრე ლუკაშენკოს თავშესაფარს მისცემს, ეს არ უნდა გახდეს ბელარუსის ახალი მეთაურის კონფრონტაციის მიზეზი მოსკოვთან;

 

ასე რომ, რითაც არ უნდა დასრულდეს პროტესტები ბელარუსში, ქვეყნის დღევანდელი და მომავალი პრობლემების გადაჭრა ხელისუფლებას მაინც რუსეთთან ერთად მოუწევს. და ეს პრობლემები იოლი ნამდვილად არ არის: გაფიცვებით დასუსტებული ეკონომიკის აღდგენა, სამრეწველო საწარმოების პრივატიზება, მმართველობის სფეროში რეფორმების გატარება, აგრარული რეფორმა და სხვა მრავალი“.

 

წყაროები: https://inosmi.ru/politic/20200820/247961918.html

https://www.thepaper.cn/newsDetail_forward_8775239

მოამზადა სიმონ კილაძემ

Comment here