ბიზნეს რეიტინგი1სამართალი

საავტომობილო გზებზე უბედური შემთხვევების ბოლო წლების სტატისტიკა

საქართველოში ავტოკატასტროფების შედეგად ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება, ათასობით კი სხეულის მძიმე/მსუბუქ დაზიანებებს იღებს.

უკანასკნელი შემთხვევა შატილის გზაზე მოხდა, სადაც ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, 3 კი მძიმე მდგომარეობაში თბილისის საუნივესიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

შსს-ს სტატისტიკით, ავარიებში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი საკმაოდ შემაშფოთებელია. 2020 წლის მხოლოდ 2 კვარტალში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევისას 203 ადამიანი დაიღუპა, 2 982 კი დაშავდა.

რაც შეეხება ბოლო 2017-2019 წლების სტატისტიკას, ასე გამოიყურება:

 

2017 წელი

 

  • ავტოსაგზაო შემთხვევა – 6 079
  • დაიღუპა – 517 ადამიანი
  • დაშავდა – 8 461 ადამიანი

2018 წელი

 

  • ავტოსაგზაო შემთხვევა – 6 452
  • დაიღუპა – 459 ადამიანი
  • დაშავდა – 9 047 ადამიანი

2019 წელი

 

  • ავტოსაგზაო შემთხვევა – 5 839
  • დაიღუპა – 481 ადამიანი
  • დაშავდა – 7 921 ადამიანი

Comment here