ეკონომიკამთავარი

«პროგრამა «იმუშავე საქართველოდან» დღეიდან ამოქმედდა“ -ნათია თურნავა

„დღეიდან ამოქმედდა პროგრამა „იმუშავე საქართველოდან», რომელიც 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოშიჩამოსვლისა და აქედან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს,“- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 მინისტრის განმარტებით, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველებმა კარანტინი და ტესტირება საკუთარისახსრებით უნდა გაიარონ.

„დღეიდან stopcov.ge-ზე ამოქმედდა პროგრამა „იმუშავე საქართველოდან». პროგრამის საშუალებით, 95-ზე მეტი ქვეყნისმოქალაქე, რომელთაც დისტანციურად მუშაობის სურვილი აქვთ და არიან ფრილანსერები, შეძლებენ საქართველოშიჩამოსვლას და აქედან დისტანციურად მუშაობას», — აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთიყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ადგილი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ვიზიტორები სწორედ საქართველოშიჩამოვიდნენ.

Comment here