მთავარიპოლიტიკა

მამუკა  ხაზარაძე პრემიერს   ბიუჯეტიდან ხარჯების კონტროლს ურჩევს

ბიუჯეტიდან თანხების უკონტროლო ხარჯვაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან   პარტია „ლელოს“   დამფუძნებელმა მამუკა  ხაზარაძემ. მან კომენტარი გააკეთა დღეს  პრემიერ-მინისტრის მოწოდებაზე, რომელიც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ოპოზიციის მისამართით გააკეთა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მის განხილვაში მონაწილეობა ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს, ვისაც მოქალაქეებმა ნდობა გამოუცხადეს.

„გახარიამ აიღო უპრეცენდენტოდ  დიდი ვალი. კაცმა არ იცის  სად  და როგორ იხარჯება  თანხები. ეს პროცესი სრულიად უკონტროლოა. ფულადი სახსრების ხარჯვა არამიზნობრივია“, —  განაცხადა  მამუკა ხაზარაძემ.

Comment here