მთავარიპოლიტიკა

ნატო-ს მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას და აახლოებს ქვეყანას ნატო-ს წევრობასთან.

მისივე განცხადებით, მინისტერიალი ნატო-ში საქართველოს მოკავშირეებისთვის ინფორმაციის მიწოდების კარგი შესაძლებლობა იყო.

«იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოკავშირეებს ნატო-ში მიეღოთ ინფორმაცია პირველწყაროდან რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე, ვიმსჯელებთ იმ ერთობლივ ქმედებებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს საფრთხეები განეიტრალდეს. მინისტერიალმა დაამტკიცა ერთხმად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს მდგრადობას და კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან,” — განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ნატო-ში, ონლაინ რეჟიმში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი. ასევე, მინისტერიალზე მოწონებული იქნა ნატო-ს 2030-ის სტრატეგიაც. მინისტერიალის მიმდინარეობისას ფაქტს ნატო-ს გენერალური მდივნანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა და მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას.

Comment here