ჯანდაცვა

სტაციონარულ დაწესებულებებს ჰოსპიტალიზირებული პაციენტის კორონავირუსზე გამოკვლევა ევალებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი დადგენილების თანახმად, სტაციონარულ დაწესებულებებს ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა ევალებათ კორონავირუსზე.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აქამდე კორონავირუსზე იკვლევდნენ ჰოსპიტალიზირებულ იმ პაციენტებს, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

„ყველა სტაციონარული დაწესებულებას ევალება ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე. აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ იმ პაციენტებზე, ვისაც ჰქონდა ცხელებით მიმდინარე დაავადება და წვებოდნენ საავადმყოფოში, რათა დიფერენცირება გაკეთებულიყო, იყო ეს კორონავირუსული ინფექცია თუ სხვა მიზეზით გამოწვეული ცხელება. დღეს უკვე ყველა სტაციონარული დაწესებულების ვალდებულებაა, რომ თითოეულ ადამიანს, ვისი სტაციონარიზებაც ხდება, ჩაუტარონ გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე“, — განაცხადა გამყრელიძემ.

Comment here