საზოგადოება

7 დეკემბრიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასური ნახევრდება

„სასაქონლე ნიშნის, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების ერ-ერთი ობიექტი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50-პროცენტიანი შეღავათი,“ -განაცხადა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეღავათით ისარგებლებს ყველა განმცხადებელი, რომელიც უწყებას ელექტრონულად მომართავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. დავითაძის განცხადებით, შეღავათი 6 თვის განმავლობაში – 7 დეკემბრიდან 2021 წლის 7 ივნისამდე პერიოდში იმოქმედებს.

„მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც უკავშირდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე გარკვეული ტიპის შეღავათის დაწესებას. ეს უმთავრესად ბიზნესის მხარდაჭერისა და დახმარების, მათი წახალისების მიზანს ემსახურება, რაც ხარჯის შემცირების გზით, ძალიან ღირებული აქტივის შეძენის შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას, მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაქონლე ნიშნის, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების ერ-ერთი ობიექტი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50-პროცენტიანი შეღავათი. ამ შეღავათით ისარგებლებს ყველა განმცხადებელი, რომელიც უწყებას ელექტრონულად მომართავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. შეღავათი 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს, რომელიც დაიწყება 7 დეკემბრიდან და დასრულდება 2021 წლის 7 ივნისამდე პერიოდში. აღნიშული ინიციატივის ღირებულებაა, დაახლოებით, 405 000 ლარი, რომელიც მთლიანად კერძო სექტორში დარჩება“, – განაცხადა მინდია დავითაძემ.

Comment here