მსოფლიოპოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ საფრანგეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის ელჩი ზაკრი გროსი დაიბარეს და მას საპროტესტო ნოტა გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში ფრანგი დიპლომატის დაბარება საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღებას უკავშირდება.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში კანონმდებლები მთავრობას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებენ. მანამდე, აღნიშნული რეზოლუცია სენატმა დაამტკიცა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტს მიკერძოებულს, უსაფუძვლოს, არამეგობრულსა და პროვოკაციულს უწოდებს. სამინისტროს განცხადებით, ეროვნული ასამბლეის წევრები პროსომხურ პოზიციას აჩვენებენ და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგებიან.

Comment here