ექსკლუზივიპოლიტიკა

გია ხუხაშვილი — სულ მალე გაირკვევა, რა შედეგს გამოიღებს „გირჩში“ მიმდინარე პროცესები“

„შუბი ხალთაში არ იმალება და სულ მალე გაირკვევა, რა შედეგს გამოიღებს „გირჩში“ მიმდინარე პროცესები“, — ამის შესახებ დღეს «ჯორჯიან თაიმსს» გია ხუხაშვილმა განუცხადა, როცა კომენტარი გააკეთა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ მისი და „გირჩის“ სხვა წევრების პოლიტიკური გზები გაიყო. შეკითხვას, ხომ არ გამოიწვევს „გირჩის“ ეს გადაწყვეტილება რღვევას ოპოზიციურ ერთობაში, მაშინ როცა პოლიტიკური კრიზისის მოხსნის მიზნით აქტიური კონსულტაციები იმართება, ექსპერტი პასუხობს, რომ „არ ვიცი რა მოხდება, დაშვება ყველაფრის შეიძლება“.

 “შიგნით აქვთ პრობლემები, არც ის შემიძლია ვთქვა, რომ პარლამენტში შევლენ არ შევლენ, დააზარალებს ეს ერთობას, თუ არა, წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოჩნდება ვნახოთ დავაკვირდეთ“, — აცხადებს გია ხუხაშვილი «ჯორჯიან თაიმსთან» საუბრისას.

Comment here