მთავარიპოლიტიკა

დავით ბაქრაძე -„დოკუმენტში ასახულია ოპოზიციის ერთიანი ხედვა როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი» 

ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფასილიტატორების თხოვნაა, რომ სანამ „ქართული ოცნებიდან“ ოპოზიციის შეთავაზებაზე ოფიციალური პასუხი არ იქნება, მათ დეტალებზე არ ისაუბრონ.

„ოპოზიციამ  კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული, ერთიანი პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირება მოხდა ძალიან დეტალურად წერილობითი სახით. ამავე დოკუმენტში ასახულია ოპოზიციის ერთიანი ხედვა როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ. ეს დოკუმენტი ჩვენ ელჩებს გადავეცით. ჩვენი მათ როგორც ფასილიტატორებს ვთხოვეთ,დოკუმენტი ქართულ ოცნებას გადასცენ და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ, დოკუმენტირებულ პასუხს.

კონკრეტულად ვერ გეტყვით, რას მოიცავს ჩვენი წინადადება, რადგან ფასილიტატორების თხოვნაა, რომ სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი „ქართული ოცნებიდან“, შეთავაზების დეტალებზე არ ვისაუბროთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ შეთავაზება არის შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რასაც აქამდეც აყალიბებდა ოპოზიცია, მათ შორის არჩევნებიც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Comment here