მთავარიპოლიტიკა

ირმა ინაშვილი -,, ჩვენ დამოუკიდებლად, ცალკე გაწერილი სტრატეგიით ვმოქმედებთ და ელჩებს ინდივიდუალურად ვხვდებით’’

ელჩებთან ოპოზიციის შეხვედრას დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

ირმა ინაშვილის განცხადებით, ამ დღეებში პარტიის წარმომადგენლებს ინდივიდუალური შეხვედრები ჰქონდათ როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ელჩებთან და მათ თავიანთი მოთხოვნების პაკეტი გააცნეს, სადაც გაწერილია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვს ახალ არჩევნებს და ცესკო-ს რეფორმირებას.

მისივე თქმით, ელჩებთან დიალოგის მესამე რაუნდს აუცილებლად დაესწრება.

ელჩებთან ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას ასევე არ დასწრებიან „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები.

Comment here