საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ»  კანონი 7-მა მაუწყებელმა დაარღვია

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონი 7-მა არხმა დაარღვია და ეთერში წინასაარჩევნო დებატები არ განათავსა.

«მაუწყებლები ვალდებულნი არიან მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზონ და მისცენ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. „მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგმა მაუწყებლებმა დაარღვიეს: „ტელეიმედმა», „სტუდია მაესტრომ», „პოსტივიმ», „ტელერადიო კომპანია ატვ-12-მა», „ტელეკომპანია თანამგზავრმა», „ტელერადიო კომპანია ტვ 24-მა» და „სილქ მედიამ».

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი», „სტუდია მაესტრო, „პოსტივი», „ტელერადიო კომპანია ატვ-12″, „ტელეკომპანია თანამგზავრი» და „ტელერადიო კომპანია ტვ 24″ წერილობით გააფრთხილა, ვინაიდან აღნიშნული არხების მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, ხოლო „სილქ მედია» სამართალდამრღვევად ცნო და სანქციისგან გაათავისუფლა.»- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comment here