მთავარიმსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით 65 მილიონზე მეტი ადამიანი დასნეულდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა, — შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 65 528 133 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 45 371 073 ადამიანი, 1 511 726 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში 18 645 334 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს — ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი — საფრანგეთია.

 

Comment here