მთავარიპოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდებიან

დღეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ფასილიტატორი ელჩების შეხვედრა გაიმართება.  როგორც ოპოზიციაში აცხადებენ,  ისინი შეხვედრაზე ელჩებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით მათ საერთო პოზიციას გააცნობენ, რომელზეც გუშინ  „ლელოს“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

 

ერთ-ერთი საკითხი, რასაც ოპოზიციონერები შეხვედრაზე დააყენებენ, იმ წინადადებების გასაჯაროებაა, რაც ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში განიხილება.

 

3 დეკემბერს, „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, „ ევროპული საქართველოს» ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ყველა წინადადება ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშაა მოქცეული. მისი თქმით, ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როცა დააყენა საკითხი, ვადამდელი არჩევნები ხელახალი არჩევნების ნაცვლად.  ბოკერიას განცხადებით, არჩევნების გარდა ოპოზიცია სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.

 

Comment here