ეკონომიკა

პირველი სატრვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივა

სატვირთო მატარებელმა თურქეთიდან ჩინეთში პირველი ტრანზიტი დღეს განახორციელა. ტრანზიტი ბაქო-თბილისი-ყარისის სარჯინიგზო მაგისტრალის მეშვეობით ხორციელდება.

მატარებელი 12 დღეში 8,6 ათას კმ-ზე მეტს გაივლის. საექსპორტო ტვირთი ჩინეთის მიმართულებით სტამბოლიდან გამოვიდა. მატარებელი გაჰყვება ტრანსკასპიის სატრანსპორტო მარშრუტს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით. ის ჯამში გაივლის 8,693 კმ-ს, გადალახავს ორ კონტინენტს, ორ ზღვას, ხუთ ქვეყანას.

ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო რკინიგზამ Transport AŞ– მა ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა.  ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ მატარებელი სტამბულიდან 14:00 საათზე გამოუშვა. საექსპორტო საქონელი სულ 42 მაცივარ-კონტეინერში განთავსდა.

მატარებელი, რომელიც TCDD Tasimacilik AS– სა და Pacific Eurasia– ს, ოფიციალურ „ექსპედიტორულ კომპანიასთან“ თანამშრომლობით გადაადგილდება, ჯამში 8 ათას 693 კილომეტრს გაივლის, გაივლის 2 კონტინენტს, 2 ზღვას და 5 ქვეყანას და ტვირთს ჩინეთში 12 დღეში გადასცემს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკეში განმარტებულია, რომ თურქეთი გააგრძელებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების განმტკიცებას და საჭირო ნაბიჯების გადადგმას რეგიონში მისი ცენტრალური პოზიციის განმტკიცებისთვის

Comment here