საზოგადოება

112 — ი ოპერატორებს ამატებს

ზარების მოლოდინის რეჟიმი გაიზარდა, 7-6 წუთზე ავიდა – 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

„ორი დღის წინ დავიწყეთ სწრაფი ტესტები, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს და ეს მოლოდინის რეჟიმი ავიდა 7-6-5 წუთზე. არის შემთხვევევები, როცა უნდათ ოჯახის ექიმთან დაკავშირება. გვინდა უფრო გავამარტივოთ თემა. გვინდა დავამატოთ ახალი ოპერატორები, გასამმაგებულია დღეს რაოდენობა იმასთან შედარებით, რაც იყო ჩეულებრივ რეჟიმში. 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში თითქმის და 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში. გადავიწყვიტეთ რომ სერვერები გავაძლიეროთ. ვეცდებით მაქსიმალურად სწრაფად გავაკეთოთ ეს,“- განაცხადა გომელაურმა.

Comment here