მთავარიპოლიტიკა

ვახო მეგრელიშვილი — ,,ჩვენ უნდა დავადგინოთ რას ნიშნავს გაყრა’’

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ დღეიდან ის წყვეტს პარტიის შიდა კონფლიქტზე მედიასთან საუბარს.

 

„გირჩი“ შიდა კონფლიქტის განხილვას გააგრძელებს მხოლოდ თავის შიდა წრეში, შიდა ვირტუალურ ჯგუფებში. როგორც კი ჩამოვყალიბდებით, თქვენ ყველაფერს გაიგებთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

,, ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა ყველაფერი ვერაფერს გეტყვით, ჩვენ უნდა დავადგინოთ რას ნიშნავს გაყრა,ზურას ულტიმატუმები უცნაურად გამოიყურება და სჯობს კომუნიკაციის ფორმა შეცვალოს — ამბობს მეგრელიშვილი

 

მისი თქმით, კონფლიქტი წლების მანძილზე გრძელდება და ის პერსონალურია

 

ცნობისთვის: სოციალურ ქსელში ვრცელდება ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და სანდრო რაქვიაშვილს ცივილიზებული ფორმით დაშორება შესთავაზა, პასუხად კი, მიიღო რჩევა, „დაოკებულიყო“. ამასთან ჯაფარიძემ საკუთარ მხარდამჭერებს შესთავაზა, გამოკითხვის საშუალებით მათ გადაწყვიტონ, ვის დარჩება სახელი „გირჩი“ და პარტიის ფეისბუქის გვერდი.

Comment here