მთავარიპოლიტიკა

ზურა გირჩი ჯაფარიძე — ,,შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება»

პარტია «გირჩის» ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში, პარტიის შიდა ჯგუფში წერს, რომ მან იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაკვიაშვილს ცივილიზებული ფორმით დაშორება შესთავაზა.

ჯაფარიძე ბოდიშს იხდის შექმნილი სიტუაციის გამო და აცხადებს, რომ მოლაპარაკების ლიმიტი ამოწურულია და პარტია გაიყოფა.

«კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს — ჩემია, მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც «გირჩს» მხოლოდ დააზიანებს.

მესმის ყველა იმ ადამიანის ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ ეგ რესურსი ამოწურულია, თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში. ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება.

გუშინწინ საღამოს მე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩაუყარა საფუძველი გირჩს, ვინც წლებია საკუთარი დრო, ენერგია და ცხოვრება ჩადო გირჩში, ვინც ჩემთან ერთად შექმნა და ჩაატარა მთელი წინასაარჩევნო კამპანია წელს, სექტემბერ-ოქტომბერში, ვინც არასოდეს ჩანდა წინა პლანზე, თუმცა აკეთებდა ფასდაუდებელ საქმეს გირჩისთვის. განხილვის თემა იყო გირჩის მომავალი.

Comment here