ეკონომიკამთავარი

თურნავა — გაზაფხულიდან ბევრი ავიაკომპანია აპირებს ფრენების განახლებას

ნათია თურნავას განცხადებით, გაზაფხულიდან ბევრი ავიაკომპანია აპირებს ფრენების განახლებას მათ შორის ,, ,,ვიზიარსაც» სურს, ბაზები საქართველოში დააბრუნოს.

„ჩვენ ფრენებს ეტაპობრივად ვხსნით, თუმცა ეპიდვითარება თავის კორექტივებს შეიტანს ამ ვითარებაში, რადგან ზოგიერთმა ქვეყანამ კარანტინი შემოიღო საქართველოდან გასული მგზავრისთვის. ეს თავისთავად თავის დაღს ასვამს ამ ფრენების აქტივობას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ ავიაკომპანიებთან. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ეტაპი როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში დაიწყება ძალიან სწრაფად, გაზაფხულიდან ბევრი ავიაკომპანია აპირებს, რომ განაახლოს ფრენები, მათ შორის „ვიზეარი“, რომელიც საქართველოში თავისი ბაზების დაბრუნებაზე გვესაუბრება ახლა“, – განაცხადა თურნავამ.

Comment here