მთავარისამართალი

რა წერია გელა ბეჟუაშვილის ჩვენებაში?! — დავით-გარეჯის საქმე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი საგამოძიებო უწყებებთან 2005 წლის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ დავით-გარეჯის პრობლემური საკითხის შესახებ საქართველოს დელიმიტაცია-დემარკაციის საბჭოს ინფორმაცია ჰქონდა მიღებული. ამის შესახებ მის ჩვენებაშია ნათქვამი, რომლიც «ტვ პირველმა» გაავრცელა.

ყოფილი მინისტრის თქმით, სახელმწიფოს იმდროინდელი მეთაური მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო.

«სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკური ნება და დავალება მთავრობისადმი იყო, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან დაგვედგინა ეფექტურად და, რაც შეიძლება მოკლე დროში, საზღვრები, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში თავიდან აგვეცილებინა შესაძლო უარყოფითი შედეგები.

ანალოგიურად, ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრონმის პერიოდშიც მიხეილ სააკაშვილიდან მოდიოდა ანალოგიური პოლიტიკური დავალება.

სხვა რაიმე დავალება ან მითითება საქართველო — აზერბაიჯანის საზღვრის კონკრეტული მონაკვეთის შეთანხმებასთან დაკავშირებით მე მიხეილ სააკაშვილისგან არ მიმიღია», — ნათქვამია ბეჟუაშვილის ჩვენებაში.

ყოფილი მინისტრი ადასტურებს რომ ამ საკითხის შესახებ დელიმიტაცია — დემარკაციის კომისიის თავმჯდომარეც ინფორმირებული იყო.

«2005 წლის მაისში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვიმყოფებოდი ბაქოში ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რა დროსაც მოხდა მიხეილ სააკაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა. ამ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვრის საკითხი. როგორც ვიხსენებ, ამ ვიზიტამდე რამდენიმე ხნით ადრე გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც საბჭოს დელიმიტაცია — დემარკაციის კომისიის თავმჯდომარემ მოახსენა, რომ შეუთანხმებლად რჩებოდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დავით-გარეჯას მონაკვეთი. კომისიის მხრიდან საბჭოს მოხსენდა, რომ იმ რუკებით, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობდა, სამონასტრო კომპლექსის გარეკვეული ნაწილი ხვდებოდა აზერბაიჯანის მხარეს. პრეზიდენტის დავალება იყო, რომ აღნიშნული კომპლექსი მთლიანად მოქცეულიყო საქართველოს საზღვრებში», — ამბობს ბეჟუაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.

Comment here