სამხედრო თემა

სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა. მან სამსხედროებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ის უმაღლესი შეფასებები, რომელსაც საქართველო თავისი პარტნიორებისგან იმსახურებს, დიდწილად მათი დამსახურებაა.

პრეზიდენტის თქმით, ის, რომ საქართველო მასზე დაკისრებულ მოვალეობას პანდემიის პირობებშიც ასრულებს, ბევრ რამეზე მეტყველებს.

„მოგესალმებით გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა თქვენთან ერთად. დღეს თქვენი გაცილება ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დიდი პატივია, რამეთუ თქვენ იქ ძალიან მაღალ მისიას ასრულებთ, თქვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი ძალებისთვის, მათი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ის შეფასება, რაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დღის წინ ჩვენი პარტნიორებისგან, არის დიდწილად თქვენი დამსახურება, თქვენი რეპუტაციის, ჩვენი ძველი ტრადიციული სამხედრო გმირობის რეპუტაციის, რომელიც დღემდე გრძელდება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა! დღეს მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, პანდემიის გამოწვევის წინაშე და ფაქტი, რომ საქართველო თავის ვალდებულებას ამ პირობებშიც ასრულებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრზე მეტყველებს და მე მინდა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ. მინდა გისურვოთ წარმატება, შემართება, მინდა გისურვოთ მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში, თქვენს ოჯახებში. ვიცი, რომ თქვენი მისია ავღანეთში იქნება წარმატებული. ღმერთი გფარავდეთ!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

Comment here