ეკონომიკასაზოგადოება

სოციალურ დახმარების მისაღებად 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა.

მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის განცხადებების წარდგენა 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

«შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები», — ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

Comment here