სამართალი

ქვიშხეთთან ტრაილერს მიკროავტობუსი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ქვიშხეთთან. ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობული შეეჯახნენ. გავრცელებული ცნობით არიან დაშავებულები.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, რომლებსაც დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Comment here