მთავარიპოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: საგზაო რუკა დავდეთ ელჩებთან

«ჩვენ ველოდებით პასუხს, ეს დიდ ხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომა. დროულად უნდა იყოს პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე», — ამის შესახებ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული მოთხოვნების შესახებ კომენტირებისაას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ერთკვირიანი ვადა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს.

«ჩვენი წინადადება ნამდვილად იყო ის წინადადება, რომელიც მხარეებს აძლევდა საშუალებას, პოზიციები დაახლოებულიყო. ვნახოთ, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე და მათ გადაწყვეტილებაზე, რამდენად არიან მზად, დაძლიონ პოლიტიკური კრიზისი და ამის დაძლევის გზა არის მხოლოდ ერთი – ჩატარდეს ახალი არჩევნები. როგორ უნდა მივიდეთ ამ ახალ არჩევნებამდე, სწორედ ეს საგზაო რუკა დავდეთ ჩვენს ელჩებთან და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ქვეყნისთვის რისი გაკეთება სჯობს», — განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გუშინ გამართულ შეკრებაზე შეიმუშავეს შეთავაზების პაკეტი, რომელიც საერთაშორისო დიპლომატების მედიაციით «ქართულ ოცნებასთან» უნდა განიხილონ. საკითხები ფართე საზოგადოებისთვის დახურულია, თუმცა ცნობილია, რომ მათ შორის ერთ-ერთი არის პლებისციტის ჩატარების მოთხოვნა.

Comment here