საზოგადოებაჯანმრთელობა

ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია.

„ბატონი კახის მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურია, კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ხვალ გადავა ინტენსიურ განყოფილებაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსახიობი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა კლინიკაში 28 ნოემბერს მოათავსეს. 

Comment here