მსოფლიოსაზოგადოება

პარიზში საპროტესტო აქციის 64 მონაწილე დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 5 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა 64 ადამიანი დააკავეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯერალდ დარმანენის განცხადებით, აქიის მონაწილეებისა და სამართალდამცავების დაპირისპირების შედეგად უსაფრთხოების რვა თანამშრომელი დაშავდა.

აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. სამართალდამცავევმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ცნობისთვის, ჟურნალისტთა პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე დემონსტრანტებმა უსაფრთხოების შესახებ კანონისპროექტის 24-ე მუხლი გააპროტესტეს. მომიტინგეები აღნიშნავენ, რომ ეს «პოლიციის აგრესიისთვის კარს ხსნის» და სამართალდამცავებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს.

ახალი კანონპროექტი პოლიციელების უფლებამოსილებას აფართოებს და ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცავების მაიდენტიფირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს. ცნობილია, რომ კანონის დამრღვევ პირებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და მათ ასევე ჯარიმის სახით 45 000 ევროს გადახდა მოუწევთ. აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ ინიციატივა ქვეყანაში მედიის თავისუფლება საფრთხეს შეუქმნის.

Comment here