ეკონომიკასაზოგადოება

რომელი ქვეყნებიდან იძენს საქართველო საახალწლო ნივთებს

საქართველოში საახალწლო და საშობაო ნივთების იმპორტი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 10 თვეში (იანვარი- ოქტომბერი) ქვეყანამ 2,352 მლნ აშშ დოლარის საქონელი შეიძინა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 2,713 მლნ დოლარის.

რაც შეეხება, ქვეყნებს, საიდანაც საქართველომ 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საახალწლო და საშობაო ნივთები შეიძინა, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ჩინეთი — 1,877 მლნ აშშ დოლარი

ნიდერლანდი — 194.2 ათასი აშშ დოლარი

უკრაინა — 81.38 ათასი აშშ დოლარი

ჰონ-კონგი — 54.89 ათასი აშშ დოლარი

სინგაპური — 21.74 ათასი აშშ დოლარი

ფილიპინები — 18.29 ათასი აშშ დოლარი

გერმანია — 15.36 ათასი აშშ დოლარი

ტაივანი, ჩინეთის პროვინცია — 14.35 ათასი აშშ დოლარი

რუსეთი — 5.34 ათასი აშშ დოლარი

აშშ — 3.54 ათასი აშშ დოლარი

Comment here