საზოგადოებაჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 504 გარდაცვალების შემთხვევა“, — ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 24 საათში ჩატარდა 14 396 ტესტი; გამოვლინდა Covid-19-ის 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა — 4 301 პირი.

 

Comment here