მთავარიჯანდაცვა

ჯანმო-ს ხელმძღვანელი: ძველ ცხოვრებას არ უნდა დავუბრუნდეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, ძველ ცხოვრებას აღარ უნდა დავუბრუნდეთ.

«საზოგადოებამ აქამდეც არაერთი პანდემია გამოიარა და ამასაც გადალახავს. თუმცა, ძველ ცხოვრებას  აღარ უნდა დავუბრუნდეთ», — წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი.

ჯანმო-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თუ თვალს გადავავლებთ პანდემიამდე არსებულ პერიოდს შევნიშნავთ, რომ დარღვეული იყო წარმოებისა და მოხმარების წესები, პატივს არ ვცემდით პლანეტას, რომელზეც ვცხოვრობთ, მსოფლიში კი პანიკა, გულგრილობა და გამყოფი პოლიტიკა სუფევდა.  ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკან არ დავბრუნდეთ და წინსვლაზე ვიზრუნოთ.

Comment here