არჩევნებიპოლიტიკა

ალეკო ელისაშვილის თქმით, არსებობს იმედი, რომ გარკვეული შეთანხმება შედგება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი რაღაცეები უნდა დათმოს. ელისაშვილის თქმით, არსებობს იმედი, რომ გარკვეული შეთანხმება შედგება.

„ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რაღაცეები უნდა დათმოს, მაშინ მოლაპარაკებებს საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მაშინ არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ ტყუილად, არც „ქართული ოცნება“ და არც ელჩები.

შეიძლება ვერ შევთანხმდეთ ვერაფერზე და დავიშალოთ, ასე ჩვენ ჩვენს გზას გავუყევით, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ. „ქართული ოცნება“ მოდის თავისი პოზიციით, ჩვენ მივდივართ ჩვენი პოზიციით. გარკვეული კომპრომისები არის, რასაც სულ ცოტა ხანში გაიგებთ. კომპრომისები სახელმწიფოებრივად სწორი და გონივრული უნდა იყოს. იმედი მაქვს, შეთანხმებამდე მივალთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.

Comment here