მსოფლიოჯანმრთელობა

ბრიტანეთის საავადმყოფოებმა COVID-19-ის ვაქცინა უკვე მიიღო

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დასაწყებად ემზადება. Pfizer ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებს გადაეცა.

ექიმები ვაქცინაციას 8 დეკემბრიდან დაიწყებენ.

ინიექციებს 80 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, სამედიცინო სპეციალისტებსა და მოხუცთა თავშესაფრის პერსონალს გაუკეთებენ.

საერთო ჯამში, ბრიტანეთმა ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეუკვეთა. თითოეულ ვაქცინირებულ პირს პრეპარატის ორი დოზა უნდა გაუკეთონ.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა.

Comment here