არჩევნებიმთავარიპოლიტიკა

გია ვოლსკი — ,,პუნქტების წარმოდგენა არ შეესაბამება იმ ჟანრის კლასიკას, რასაც მოლაპარაკებები ჰქვია»

ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე გადის წითელი ხაზი და არა იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ პირადი შეხედულებაა, ეს არის პოზიცია, რომელსაც ყველა საერთაშირისო, კომპეტენტური ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები აფიქსირებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, არის მეორე მხარე, რომელიც კვლავ იმ გზას მიჰყვება, რასაც საქართველოს დესტაბილიზაცია ჰქვია, მაგრამ თუ კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უმჯობესია მნიშვნელოვან თემებზე შეთანხმება მიღწეული იყო, თუნდაც შუამავლების მეშვეობით.

„აქედან გამომდინარე, წინასწარ საუბარი, რომ მოლაპარაკებები ჩაშლილია იმის გამო, რომ ოპოზიციის მოსაზრებით მთავარი საკითხი დღის წესრიგში არ დგას არა, თუ უსაფუძვლოა, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს მხარეებმა მკაფიოდ დესტრუქციული და ნეგატიური განცხადებები არ უნდა გააკეთონ. ამ წესს, ყოველ შემთხვევაში ამ წუთამდე, მხარეები იცავენ. სწორედ ეს არის მოლაპარაკებების მთავარი არსი. მცდელობა, რომ მივიდეთ საერთო პოზიციამდე, რომელიც ქვეყანას გამოადგება და არ დააზიანებს. ისედაც ამ პატარა ქვეყანას უამრავი გამოწვევები აქვს, როგორც გარედან ასევე შიგნით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რა ნაწილში დაახლოვდა პოზიციები, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ პუნქტების წარმოდგენა არ შეესაბამება იმ ჟანრის კლასიკას, რასაც მოლაპარაკებები ჰქვია.

„წინასწარ ამაზე საუბარი მითუმეტეს ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, უადგილო, არასწორი და არაკორექტულია, თუნდაც შუამავლების მიმართ. რაც შეეხება იმას, მოლაპარაკება სად შეიძლება შედგეს, ამის თაობაზე მოლაპარაკებებში  მონაწილეებმა განაცხადეს, უმრავლესობის წარმომადგენლები მყავს მხედველობაში. ეს საარჩევნო კანონმდებლობაა. საარჩევნო კანონმდებლობაა დიდი ხმის განმავლობაში იხილავდა უმრავლესობა. სამწუხაროდ იმ ბოიკოტის რეჟიმში, რასაც საბოტაჟი ჰქვია. თუ კი ამ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციას ექნება კონსტრუქციული პოზიცია, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Comment here