პოლიტიკა

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი სამუშაო შეხვედრით არაფერი არ სრულდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრით არაფერი არ დასრულდება, ხოლო კომპრომისზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ადრეა. ამის შესახებ ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის პარტიებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ყველაფერი დამოკიდებულია შეხვედრაზე. ყველა საკითხზე ვისაუბრებთ. რაიმე კომპრომისზე ლაპარაკი ადრეა. ამ შეხვედრით არაფერი დასრულდება“, — განაცხადა ვაშაძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.

 

Comment here