საზოგადოება

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს“, — დაწერა დეკანოზმა.

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსს რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირდა.

 

Comment here