საზოგადოება

დიდ დიღომში ბუნებრივი აირი 3000 აბონენტს არ მიეწოდება

დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე, ერთ-ერთმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოებისას კვლავ დააზიანა თბილისი ენერჯის გაზის მილი. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„ბუნებრივი გაზი შეუწყდა მიმდებარედ მცხოვრებ 3000 აბონენტს. ადგილზე უკვე მუშაობენ ჯგუფები, რომ სწრაფად აღდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება. ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი მდგომარეობისთვის“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Comment here