მსოფლიოპოლიტიკა

ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის გლობალური სანქციების რეჟიმი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის გლობალური სანქციების რეჟიმის ჩარჩო დაამტკიცა.

ევროპელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ეს სასანქციო რეჟიმი ამერიკული «მაგნისტკის» აქტის ასლი არ არის და მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს.

ამასთან, პროცედურის შესაბამისად, შეიქმნება იმ მოქალაქეთა გლობალური «შავი სია», რომელთაც ევროკავშირში შესვლა ეკრძალებათ. გარდა ამისა, ამ სიაში მყოფ პირებს ევროკავშირის ფინანსურ სისტემაში შესვლა ეკრძალებათ, ხოლო თუ ისინი ამას მაინც მოიმოქმედებენ, მათი ქონება დაყადაღებული იქნება.

რეჟიმი10 დეკემბრიდან ამოქმედდება. მისი თავისებურება ის არის, რომ ის საშუალებას იძლევა, სანქციები ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ დაწესდეს, იმისდა მიუხედავად არსებობს თუ არა ამ ქვეყნის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების რეჟიმი.

Comment here