მსოფლიოპოლიტიკა

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარი შემოღობა

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე მავთულხლართები გაავლო.ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალარა ლანემანმა განაცხადა.

«სათანადოდ მოწყობილი, ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილია და დაცული საზღვარი ძალიან აუცილებელია, რათა ესტონეთსა და ევროკავშირში ცხოვრება უსაფრთხო იყოს», — განაცხადა მინისტრმა.

ზოგადად, სამ წელიწადში აღმოსავლეთ საზღვრის 23-კილომეტრიანი მონაკვეთის აღჭურვა იგეგმება. მის გასწვრივ პატრულირების, საკომუნიკაციო სისტემების, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგებისთვის აუცილებელი გზები მოეწყობა.

Comment here