ინტერვიუსაზოგადოება

ვეტერინარი — ძაღლის ჭირი ადამიანისთვის უსაფრთხოა

იმ შემთხვევაში, ქუჩაში მცხოვრებ მიუსფარ ძაღლს ჭირი გამოუვლინდა მონიტორინგის სამსახურს ამის შესახებ, თავად მოქალაქეებმა უნდა აცნობონ, რადგან ჩვენი სამსახურის ფუნქცია არ არის მიუსაფარი ძაღლების  ჯანმრთელობის მონიტორინგი — აცხადებს ,,ჯორჯიან თაიმსთან» საუბარში ცხოველთა თავშესაფრის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით რეკვავა

,, თუ გამოგვიძახა მოქალაქემ და ცხოველს ჭირი დაუდასტურდა, ჩვენ მას ცხოველის გაყვანას ვთავაზობთ,  მაგრამ  თუ  ის უარს ამბობს  დაავადებული ძაღლის მკურნალობაზე  ჩვენ იძულებული ვხდებით  ცხოველი დავაძინოთ.  ჩვენი სამსახური არაა სამკურნალო დაწესებულება და დაავადებული ცხოველის აქ მოყვანით საფრთხეს თავშესაფარში მცხოვრებ სხვა ცხოველებს  ვუქმნით — აღნიშნავს რეკვავა.

მისი თქმით, მონიტორინგის სამსახურის ფუნქციაა ცხოველების სტერილიზაცია კასტრაცია, ანუ პოპულაციის კონტროლი.

ცნობისთვის;  ძაღლის ჭირი მწვავე კონტაგიოზური დაავადებაა.ინფექციის ძირითადი წყარო და ვირუსის ძირითადი გამავრცელებელი ავადმყოფი და დაავადებული ცხოველია,

ძაღლის ჭირი ადამიანებზე არ გადადის

 

 

Comment here