მთავარისამართალი

ვინ არის ნიუ-იორკში 18 წლის მოკლული ქართველი

ნიუ-იორკში 18 წლის ჯაბა ადამია სასიკვდილოდ დაჭრეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით ახალგაზრდა ღამით, დაახლოებით 5:30 წუთზე ბრუკლინში დანით დაჭრეს.

შემთხვევის ადგილიდან ადამიამ დაახლოებით კილომეტრის გავლა შეძლო, რის შემდეგაც გაითიშა. ის უგონო მდგომარეობაში იპოვნეს და ნიუ-იორკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

პოლიცია შავებში ჩაცმულ თეთრ მამაკაცს ეძებს.

 

Comment here