მთავარიმსოფლიოსაზოგადოებაჯანდაცვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულებულთა რაოდენობა 67 მილიონია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულებულია 67 მილიონზე მეტი ადამიანი — ამის შესახებ ინფორმაციას worldometers აქვეყნებს. მათივე ცნობით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 67 385 217 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 46 578 694 ადამიანი, 1 541 635 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის მსოფლიოში 19 264 888 აქტიური შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს — ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი — საფრანგეთია.

Comment here