საზოგადოებაჯანმრთელობა

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას გრიპზე რუსული ვაქცინით აცრიან

ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გრიპზე მოსახლეობის ვაქცინაციას რუსული ვაქცინით იწყებენ.

მათივე ცნობით, გრიპის ვაქცინის 15 000 დოზა აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყებამ იყიდა. საუბარია, რუსული წარმოშობის პრეპარატ „ულტრიკსა“ და „სოვიგრიპზე

დე ფაქტო უწყების ცნობით, ვაქცინა განკუთვნილია როგორც მოზრდილებისთვის, ისე 6 თვის ბავშვებისთვის. მათივე თქმით, ვაქცინა უფასოა.

ვაქცინაცია ეტაპობრივად სოხუმის სკოლებშიც დაიწყება.

Comment here