მსოფლიოპოლიტიკა

პარიზში აქციის მონაწლეებმა ცეცხლი ავტომობილებსა და მაღაზიებს წაუკიდეს

პარიზში ფაქტობრივად «ცეცხლოვანი» პროტესტის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობენ. გასულ შაბათ-კვირას ქუჩის პროტესტების დროს აქტივისტებმა ქალაქი ლამის გადაწვეს. ცეცხლი ავტომობილებსა და მაღაზიებს ეკიდა.

საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში საპროტესტო აქციის მონაწილეები ბანკის ფილიალში შევარდნენ და ყველა საბუთი გადაწვეს.

დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი,

საფრანგეთში დემონსტრაციების მიზეზი უსაფრთხოების შესახებ გახმაურებული კანონი გახდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ვიდეოგადაღებას კრძალავს.

მომავალი წლიდან კი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის ფოტოსურათის ინტერნეტში გამოქვეყნებისთვის კი პირი დაჯარიმდება. შესაძლოა, ის დააპატიმრონ კიდეც.

Comment here