არჩევნებიპოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი — დროა, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ლიდერობა და შესაძლებელი გახადონ პარლამენტის წარმომადგენლობითობა

დროა, პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში აჩვენონ ლიდერობა და შესაძლებელი გახადონ პარლამენტის წარმომადგენლობითობა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს.

„იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო წინადადება გზას გაუხსნის კომპრომისს და საშუალებას მისცემს პარლამენტს, წინ წაიწიოს ასე საჭირო საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში და უპასუხოს სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებს“,- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

Comment here